რას გთავაზობთ:

შეტყობინება: საფრანგეთიდან გამოგზავნილი ამანათები თბილისშია, თქვენი ტვირთის მისაღებად გთხოვთ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში ან დაელოდეთ კურიერს.

კომპანია

თბილისი ექსპრესი დაარსდა 2008 წელს ქალაქ პარიზში, კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვები, ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას საჰაერო საზღვაო სახმელეთო გადაზიდვები საბაჟო დოკუმენტაციები, ტვირთის დაზღვევა და ზუსტი ვადები,
ჩვენი დევიზია: სარგებლობთ ჩვენი სერვისით? ესე იგი ზოგავთ დროს, ნერვებს, მნიშვნელოვან ფინანსებს, იძენთ სიმშვიდესა და კომფორტს!

თქვენი პირადი საფოსტო მისამართი პარიზში

კერძო და იურიდიული პირების მომსახურება ინდივიდუალური საფოსტო მისამართით საფრანგეთში. ამ მისამართის მეშვეობით შესაძლებელია ინტერნეტ შესყიდვა ფრანგულ საიტებზე.

პროდუქციის ტრანსპორტირება საქართველომდე

თქვენს მიერ ინტერნეტ მაღაზიებში შეძენილი ან კატალოგებიდან გამოწერილი ნებისმიერი პროდუქციის მიღება, საწყობით მომსახურება, შემოწმება, საბუთების მომზადება და საქართველომდე ტრანსპორტირება.


თბილისი "ექსპრესი" ყველა ამანათს მოგიტანთ თქვენს მიერ წინასწარ მითითებულ მისამართზე. ჩვენთან შემოსული ამანათი გაიგზავნება ყოველ სამშაბათს და თბილისში იქნება პარასკევს, დარიგებას ჭირდება 2 სამუშაო დღე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ამანათი მიიღოთ ჩვენს ოფისში.


თქვენს მიერ შევსებულ ინტერნეტ მაღაზიის ანკეტაში ზუსტად უნდა იყოს მითითებული ჩვენი კომპანიის სახელი და საფოსტო მისამართი, მისამართის არა სწორი მითითების შემთხვევაში თბილისი „ექსპრესი“ პასუხს არ აგებს ამანათზე.


გაითვალისწინეთ რომ საჰაერო ტრანსპორტირებისას მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები!

თბილისი „ექსპრესი“ არ ახორციელებს - ცხოველების, მცენარეების, მედიკამენების, იოლად აალებადი და ტოქსიკური პროდუქტების, ცეცხლსასროლი და პნევმატიური იარაღის და სხვა სახის ნივთების ტრანსპორტირებას რაც კანონით აკრძალულია!


ტანსაცმელები

ფეხსაცმლები

ინფორმატიკა

აუდიო ვიდეო ტექნიკა

პარფიუმერია

აქსესუარები