
პირველ რიგში უმჯობესია გაიაროთ რეგისტრაცია რათა თქვენი მონაცემები შევიტანოთ ჩვენ საინფორმაციო ბაზაში რას გაგვიადვილებს შემდგომ ურთიერთობას როგორც ჩვენ ასევე თქვენ, რეგისტრაციის შემდეგ თამამად შეგიძლიათ აარჩიოთ ინტერნეტ მაღაზიები ჩვენივე საიტზე და შეიძინოთ სასურველი ნივთი,
რეგისტაციია შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსებით ან ტელეფონით
ყველა მაღაზიას ინდივიდუალური მომსახურების სისტემა აქვს, ხშირ შემთხვევაში საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე. რეგისტრაციის დროს ყურადღება მიაქციეთ მისამართის იმ გრაფას სადაც უნდა გაიგზავნოს შეძენილი პროდუქტი, რეგისტრაციის შემდეგ შეგეძლებათ გადახდა ნებისმიერი საერთაშორისო ბარათით.
დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით ბარათის აღებაში.
თბილისი ექსპრესი ერთ ერთი უსწრაფესი გადამზიდავი კომპანიაა. ტვირთი იგზავნება ყოველ სამშაბათს და თბილისში ჩადის ყოველ პარასკევს.
გაიხსნება, ვინაიდან ნივთის დაზღვევისთვის საჭიროა ინვოისი. გარდა ამისა თბილისი "ექსპრესი" უფლებას იტოვებს გახსნას საეჭვო ამანათი, რათა თავიდან აიცილოს აკრძალული პროდუაციის ტრანსპორტირება.
ამანათის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა ხდება ტვირთის გამოგზავნამდე. ამანათის საფრანგეთის ოფისში მიღებისთანავე იგი აიწონება და გაიზომება, რის შემდეგაც თქვენს ელ ფოსტაზე გამოიგზავნება ამანათის წონა ზომა და ტრანსპორტირების ფასი, რომლის გადახდაც შეგეძლებათ გადარიცხვით ან თბილისის ოფისში.
არა, ყუთების გაერთიანება არ ხდება. ყველა ამანათს აქვს საკუთარი ნომერი რომლითაც ხდება ამანათის კონტროლი, ამანათების გაერთიანებამ შესაძლებელია პრობლემები გამოწვიოს.
ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება არის 6 € = 1კგ. კილოგრამზე მეტი წონის დამრგვალება არ მოხდება და გამოითვლება მინიმალური წონით ან მოცულობითი წონის შესაბამისად.
არა, ტარიფი მოიცავს მხოლოდ ტრანსპორტირების ღირებულებას. პროდუქციის საერთო ღირებულება რომელიც არ აღემატება 300 ლარს განბაჟებას არ ექვემდებარება (თუ ამანათში არ დევს ერთგვაროვანი საქონელი). 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი ექვემდებარება განბაჟებას და იგი თქვენი გადასახდელია.
დიახ, დაზღვეული ხართ ამანათის სრული ღირებულებით. დაზღვევა გულისხმობს ამანათის გარედან დაზიანებას ან დაკარგვას, დაზღვევა არ ითვალისწინებს ამანათში არსებული პროდუქციის ვარგისიანობას.
ინფორმაცია იმ პროდუქციის შესახებ, რომლის იმპორტი ან ტრანზიტი საქართველოში აკრძალულია და ექვებდებარება სახელმწიფო კონტროლს შეგიძლიათ მიიღოთ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე,